Saturday, December 22, 2012


Mmoda Cvens xasiaTze saubrobs, Cvens ganwyobaze...


    მოდა — (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა  ზოგადად.  ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.   მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება
      ეს სიტყვა გვესმის ყოველდღე, მიუხედავად ამისა არასოდეს გვბეზრდება მასზე საუბარი. რატომ? იმიტომ რომ მოდის უმთავრესი კომპონენტი ცვლილებებსა და სიახლეებს ეხება. ქალების დიდ ნაწილს იმიტომ უხარია თვის ბოლოს ხელფასის აღება, რომ მალე საყიდლებით ანუ .. ”შოპინგითდაკავდება.  
     რა არის მოდა? ვინ ქმნის მოდას? ვინ ახდენს დიდ ზეგავლენას ამ სფეროში ჩვენზემოდა ყველაზე დიდი ბიზნესია მსოფლიოში. ადამიანების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ბიზნესშია ჩართული. ყოველდღე მილიონობით ადამიანი მუშაობს დიზაინზე, კერვაზე, ქსოვაზე და ..მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდებაზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან, ან მხოლოდ ხელოვნება.
  
 ჰიპ-ჰოპის სტილს ვარჩევთ, თუ გლამურულ სტილს, მაინც ქამელეონი სახლობს ჩვენშიჩვენი სტილი და მოდურობა გამოიხატება ჩვენს ტანსაცმელში, ფეხსაცმელში, თმის ვარცხნილობაში, მაკიაჟში და ნივთებში რომელსაც ყოველდღიურად ვხმარობთ

   მოდა არის საკუთარი თავის გამოხატვა, რომელიც ხალხს აძლევს საშუალებას მოირგოს სხვადასხვა როლი ამ ცხოვრებაში. ხშირად ტანსაცმლის, ფეხსაცმლის,  თუ აქსესუარის ქონა ან არ ქონა შესაბამისად გვაბედნიერებს ან გვაუბედურებს. ანუ მოქმედებს ჩვენს ხასიათზე. ტანსაცმელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი მაწილია. ისტორიის მანძილზე, თითოეული ქვეყანა და ერი, განვითარების სხვადასხვა პერიოდში, სამოსზე განსაზღვრულ ზეგავლენას ახდენდა... დროსთან ერთად იცვლებოდა შეხედულებები, გემოვნება, ჩაცმi  სტილი. რენესანსის მოდა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შემდგომ განვითარებასთან და საკუთარი ინდივიდუალობის შეცნობასთან, პირველ რიგში იტალიაში ჩაისახა.  საინტერესოა, რომ XIX საუკუნემდე, პალტო მხოლოდ მამაკაცის სამოსად ითვლებოდა, 40-50- იანი წლებიდან, რუსმა ქალბატონებმა, ქმრების მიბაძვა” დაიწყეს და მათ გარდერობში “პალტოკების” გარდა, სხვადასხვა სახის ქურქები, დუბლიონქები და ბეწვის უსახელო ჟილეტებიც გაჩნდა... მოდის ეს სიახლე ევროპამ მალე აიტაცა.
    მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, გამოიგონა“დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსი  განავითარა. მოდაეს არის გარკვეული სტილის დროებითი ბატონობა გარკვეულ სფეროში. მოდის მთავარი პრინციპი სიახლისკენ სწრაფვაა. moda xSirad meordeba .   თანამედროვე ქალის გარდერობი შარვლის გარეშე, ალბათ, წარმოუდგენელია... მსოფლიოში, გამოკითხული ქალების უმრავლესობისთვის შარვალი ყველაზე მოხერხებული, პრაქტიკული და სასიამოვნო ყოველდღიური სამოსია... თუმცა არც ისე დიდი ხანია რაც ქალმა ამ კომფორტული ტანსაცმლის ჩაცმის უფლება მოიპოვა. ამბობენ, რომ XV საუკუნეში მცხოვრები ჟანა დ’არკი იყო პირველი ქალი, ვინც ე.წ. მამაკაცის სამოსის

ჩაცმა გაბედა, რაც კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა სამღვდელოებისთვის მის კოცონზე დასაწვავად... 
ერთხელ, უელსის პრინცს, ქუჩაში გაუწვიმდა და შარვალი რომ არ დასვროდა, ტოტები აიკეცა...ცოტა ხანში, მოდაში შემოვიდა ტოტებაკეცილი შარვლებიც...  საუკუნეების მანძილზე, შარვლის დიზაინი სწრაფი პერიოდულობით იცვლებოდა. იყო პირამიდა შარვლები, ტრუბა შარვლები, „ბუწილკა“ შარვლები, შლაქსი და სხვა.
  საქართველოში იყო დრო, როდესაც ჩოხა ახალუხი ეცვათ. ახლა კი მუქი ფერები.... ყველგან მუქი ფერი. მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ქართველი ერი. როდესაც საზღვარგარეთ სულ ნათელი და ღია ფერები აცვიათ. გაილამაზეთ გარდერობი, ღმერთმა ამდენი ლამაზი ფერი შექმნა, არჩევანი დიდია. რატომ მაინც და მაინც შავი ფერის კურტკა? ან ჟაკეტები.... იმიტომ რომ ყვეალფერზე მიდის? მესმის რომ ლამაზად ჩაცმას გარკვეული ფინანსებიც ჭირდება, მაგრამ ლამაზი და მხიარული ფერის შერჩევისთვის ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო. საქართველოში ის არის მოდაში რაც ყველას აცვია და ეს ძალიან ცუდია. ეს მიმბაძველობა ჩვენი ერის ცუდი თვისებაა. შეიძლება უბრალოდ გეცვას მაგრამ კარგად გამოიყურებოდე , ან პირიქით გეცვას რომელიმე ცნობილი დიზაინერის ბრენდი და საერთოდ არ გიხდებოდეს . ჩემი აზრით  70-იანი წლების მოდა დაბრუნდა, ოღონდ უფრო დახვეწილი და თანამედროვე შტრიხებით. 
    XXI  საუკუნის მოდამ დიდი ცვლილებები განიცადა. დღეს მოდაშია:  შარვლები, ქვედაბოლოები და მოტკეცილი ტანსაცმელი,  რომელიც სხეულის სილამაზეს უსვამს ხაზს. 




  Aamboben moda wreze trialebs, xan 70-iani wlebis moda gaxdeba moduri Cvens droSi xan sul axali raRacebi Semodis modaSi. Bevi adamianebi maT Soris popularulebi, modelebi, sportsmenebi, da ubralo xalxi modiskenaa mimarTuli, imaTgan gansxvavebiT vinc modas ar misdevs da icmevs imas rac moswons. zemoT CamoTvlili modis mimdevrebi Zalian did mniSvnelobas aniWebs modis yovel sezons – brendebs, dizainerebis Cvenebebs da maT samoss. Moewoneba Tu ara is mainc bolomde uyurebs Cvenebebs da bolos ityvis Zalian magaria da momewonao da xaTriTac iyidis tansacmels da icvams mas, radgan ar gamoCndes misi armowoneba sezonis koleqciisadmi an Tundac dizainerisadmi.



მოდა – 2012



  ზამთარში თბილი და მოხერხებული სამოსის გარეშე ფონს ვერ გავალთ. არც დიზაინერები ივიწყებენ ამის შესახებ და უკვე მრავალი სეზონია, რაც ზამთრის კოლექციის შექმნისას მთავარ საკითხად რჩება სითბო და კომფორტი.
ყოველთვის, როცა ზამთრის სეზონის სამოსს ვირჩევთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ლამაზი, სექსუალური, თბილი და ამავე დროს ძალიან მოხერხებული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, თუ ზამთრის სამოსი კარგად იქნება შერჩეული, მაშინ ის თქვენ მაქსიმალურად დაგიცავთ სიცივისაგან და შეავსებს ამ სეზონს ახალი შეფერილობითა და ემოციებით.


alt


alt

ძნელია ჩაიცვათ თბილად, კომფორტულად სუსხიან ამინდებში და ამასთანავე შეინარჩუნოთ სექსუალურობა. მაგრამ თუ თვალს გადაავლებთ ამ სეზონის კოლექციებს, ნახავთ რომ შეიძლება არჩევანი გააკეთოთ ისეთ ნივთებზე, რომელიც ზუსტად გაუსვამს ხაზს თქვენს მომხიბვლელობას და თქვენ ხელს არაფერი შეგიშლით იოცნებოთ თავგადასავლებზე! 


   ეს გოგო - ბლეიქ ლავილი აღიარეს ყველაზე გემოვნებიან ადამიანად.


 

georgian fashion week